თემა: ნუგზარ შატაიძის "მოგზაურობა აფრიკაში"-II ნაწილი
მიზანი:
აქტივობა 1: საშინაო წერითი დავალების შემოწმება და ანალიზი.
დავალებად მიცემული მქონდა I ნაწილის მიხედვით უნდა აეგოთ ა) წერილობითი ტექსტი ,,მიუსაფარი ბავშვების ცხოვრება". ბ) შინაარსის გადმოსაცემად შაედგინონ
გეგმა. (5 წუთი).
აქტივობა 2: მინი ლექცია მიუსაფარ ბავშვებზე. აგრეთვე მომზადებული მაქვს სლაიდშოუ მიუსაფარ ბავშვებზე. (3 წუთი).
აქტივობა 3: მოსწავლეები წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ნაწილ- ნაწილ გადმოცემენ წაკითხულის შინაარსს. (10 წუთი)
გეგმას დაახლოებით ასეთი სახე შეიძლება ჰქონდეს:
ა) მისაფარი ბავშვები მუყაოს ყუთში/მუყაოს ,,სახლი";
ბ) ,,მოგზაურობა აფრიკაში" წებოსთან ერთად;
გ) წუპაკას სიკვდილი;
დ) პატარა მათხოვრები;
ე) დედისგან წამოსვლა;
ვ) საშინელი ომი/ომის საშინელება;
ზ) მოულოდნელი გადაწყვეტილება;
თ) აფხაზეთისკენ გამგზავრება;
ი) მოგონებები აფხაზეთზე;
აქტივობა 4: ტექსტის ანალიზი (10 წუთი).
მოსწავლეთა პროვოცირებისათვის ვსვამ შემდეგ კითხვებს:
მასწავლებელი: - რას ვგებულობთ ტექსტიდან მთავარი გმირის შესახებ? მოსწავლე (აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველი ბავშვია, რომლის მამამაც აფხაზეთიდან წამოსვლა ვერ შეძლო, დედა კი უკიდურეს გაჭირვებაშია და ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურში მუშაობს).
-რატომ აღმოჩნდა ის ქუჩაში? (ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, საიდანაც მთავარი გმირი წამოვიდა დედასთან უსიამოვნების გამო).
-რატომ აქვს დედასთან უსიამოვნება? (დედას ხასიათი გაუფუჭა ომმა და მუდმივმა გაჭირვებამ, გალოთდა, შვილს ცუდად ექცევა, ხშირად უმიზეზოდაც სცემს).
-ბიჭის რა თვისებები ჩანს ტექსტში? დაასაბუთეთ ტექსტის მიხედვით ( მთავარი გმირი საკმაოდ გაბედულია; დამოუკიდებელია; აღარ ენდობა ადამიანებს, თავის ნამდვილ სახელსაც არავის უმხელს; ხშირად ცრუობს; ყნოსავს წებოს და ბრუვდება- ტოქსიკომანია; ქურდობს; გულის სიღრმეში ძალიან განიცდის დედასთან დაშორებას და დარდობს მასზე ...)
_დაასახელეთ ის ფაქტორები, რამაც, თქვენი აზრით, ხელი შეუწყო მასში უარყოფითი თვისებების ჩამოყალიბებას (ქუჩა, უზედამხედველობა, ადამიანური სიყვარულის დეფიციტი/ ნაკლებობა, მუდმივი გაჭირვება...)
-რა არის ყოველივე ამის მიზეზი? (ომი).
-თქვენი აზრით, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ომი რომ არ ყოფილიყო?
( სავარაუდოდ, ისიც ისე იცხოვრებდა, როგორც უამრავი მისი თანატოლი, გაიზრდებოდა ოჯახში მშობლების ყურადღებითა და სიყვარულით გარემოცული, ივლიდა სკოლაში...)
-როგორ ფიქრობთ, რა პრობლემა დასვა მწერალმა ამ ნაწარმოებში? ( ომი საშინელებაა, იგი უამრავი ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს).
_ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების რა პერიოდია გადმოცემული ტექსტში? რა მინიშნებებია ამის შესახებ ტექსტში? შეეცადე,მიახლოებით განსაზღვროთ წლები ( ეს არის ჩვენი საუკუნის დამდეგი, აფხაზეთის ომის დროს-1994წ,-მთავარი გმირი 6 წლის იყო, ახლა იგი დაახლოებით 14-15 წლის არის, ტექსტში ნახსენები მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლიც 2001 წლის მიწისძვრაზე მინიშნებაა, სწორედ იმ პერიოდში მომრავლდნენ თბილისში მიუსაფარი ბავშვებიც...) და ტექსტის მიხედვით დაახასიათოთ ეს პერიოდი.
აქტივობა 5: ფილმის ფრაგმენტის ჩვენება (7 წუთი).
ვუჩვენებ ფრაგმენტს კინოფილმიდან ,,გაღმა ნაპირი".
აქტივობა 6: ტექსტის ენობრივ მხარეზე დაკვირვება. (5 წუთი)
ტექსტში უხვად გვხვდება ბარბარიზმები და ჟარგონული მეტყველების ნიმუშები. რით ხსნიან ამ ფაქტს მოსწავლეები? ნაწარმოების მთავარი გმირი მიუსაფარია, ქუჩაში ცხოვრობს, ურთიერთობა უხდება თავისნაირ მიუსაფრებთან, არ დადის სკოლაში, არ კითხულობს...)
ბავშვები ტექსტში ეძებენ ბარბარიზმებს და ჟარგონის ნიმუშებს და ცვლიან ლიტერატურულ შესატყვისებით. ამის შემდეგ მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ ტექსტის ცვლილებაზე და ამჩნევენ რომ ტექსტს მოაკლდა გამომსახველობა, დაუჯერებელია მიუსაფარი ბავშვისგან ამგვარი ფორმით საუბარი...
აქტივობა 7: საშინაო დავალება (2 წუთი)
ა) დავალება N2
ბ) დამოუკიდებლად წაიკითხონ ტექსტის მეორე ნაწილი და კითხვის პროცესში გამოიყენონ ,,მართული კითხვის" ის პირობითი ნიშნები, რომელთაც წინა გაკვეტილზე გაეცნენ ( ,,V" რაც უკვე ვიცოდი, ,,-" ჩემი აზრის საპირისპირო ინფორმაცია, ,,+" ახალი ინფორმაცია, ,,?" რაც ვერ გავიგე).
გ) შეადგინონ შინაარსის გადმოსაცემად გეგმა.
შეფასება: განმსაზღვრელი საშინაო/საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით
(3 წუთი)
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო, რვეული, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
მიზანი:
- მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება;
- ტქსტში დასმული პრობლემების გაანალიზება;
- საკუთარი აზრის დასაბუთება;
- ,,გმირის დახასიათების" რუკის შედგენა;
- ტექსტის გაგება-გაანალიზება ენობრივი მახასიათებლების და გამომსახველობის თვალსაზრისით;
- VII.1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
- VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
- VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
- VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
- VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
- VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
- VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
აქტივობა 1: საშინაო წერითი დავალების შემოწმება და ანალიზი.
დავალებად მიცემული მქონდა I ნაწილის მიხედვით უნდა აეგოთ ა) წერილობითი ტექსტი ,,მიუსაფარი ბავშვების ცხოვრება". ბ) შინაარსის გადმოსაცემად შაედგინონ
გეგმა. (5 წუთი).
აქტივობა 2: მინი ლექცია მიუსაფარ ბავშვებზე. აგრეთვე მომზადებული მაქვს სლაიდშოუ მიუსაფარ ბავშვებზე. (3 წუთი).
აქტივობა 3: მოსწავლეები წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ნაწილ- ნაწილ გადმოცემენ წაკითხულის შინაარსს. (10 წუთი)
გეგმას დაახლოებით ასეთი სახე შეიძლება ჰქონდეს:
ა) მისაფარი ბავშვები მუყაოს ყუთში/მუყაოს ,,სახლი";
ბ) ,,მოგზაურობა აფრიკაში" წებოსთან ერთად;
გ) წუპაკას სიკვდილი;
დ) პატარა მათხოვრები;
ე) დედისგან წამოსვლა;
ვ) საშინელი ომი/ომის საშინელება;
ზ) მოულოდნელი გადაწყვეტილება;
თ) აფხაზეთისკენ გამგზავრება;
ი) მოგონებები აფხაზეთზე;
აქტივობა 4: ტექსტის ანალიზი (10 წუთი).
მოსწავლეთა პროვოცირებისათვის ვსვამ შემდეგ კითხვებს:
მასწავლებელი: - რას ვგებულობთ ტექსტიდან მთავარი გმირის შესახებ? მოსწავლე (აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველი ბავშვია, რომლის მამამაც აფხაზეთიდან წამოსვლა ვერ შეძლო, დედა კი უკიდურეს გაჭირვებაშია და ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურში მუშაობს).
-რატომ აღმოჩნდა ის ქუჩაში? (ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, საიდანაც მთავარი გმირი წამოვიდა დედასთან უსიამოვნების გამო).
-რატომ აქვს დედასთან უსიამოვნება? (დედას ხასიათი გაუფუჭა ომმა და მუდმივმა გაჭირვებამ, გალოთდა, შვილს ცუდად ექცევა, ხშირად უმიზეზოდაც სცემს).
-ბიჭის რა თვისებები ჩანს ტექსტში? დაასაბუთეთ ტექსტის მიხედვით ( მთავარი გმირი საკმაოდ გაბედულია; დამოუკიდებელია; აღარ ენდობა ადამიანებს, თავის ნამდვილ სახელსაც არავის უმხელს; ხშირად ცრუობს; ყნოსავს წებოს და ბრუვდება- ტოქსიკომანია; ქურდობს; გულის სიღრმეში ძალიან განიცდის დედასთან დაშორებას და დარდობს მასზე ...)
_დაასახელეთ ის ფაქტორები, რამაც, თქვენი აზრით, ხელი შეუწყო მასში უარყოფითი თვისებების ჩამოყალიბებას (ქუჩა, უზედამხედველობა, ადამიანური სიყვარულის დეფიციტი/ ნაკლებობა, მუდმივი გაჭირვება...)
-რა არის ყოველივე ამის მიზეზი? (ომი).
-თქვენი აზრით, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ომი რომ არ ყოფილიყო?
( სავარაუდოდ, ისიც ისე იცხოვრებდა, როგორც უამრავი მისი თანატოლი, გაიზრდებოდა ოჯახში მშობლების ყურადღებითა და სიყვარულით გარემოცული, ივლიდა სკოლაში...)
-როგორ ფიქრობთ, რა პრობლემა დასვა მწერალმა ამ ნაწარმოებში? ( ომი საშინელებაა, იგი უამრავი ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს).
_ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების რა პერიოდია გადმოცემული ტექსტში? რა მინიშნებებია ამის შესახებ ტექსტში? შეეცადე,მიახლოებით განსაზღვროთ წლები ( ეს არის ჩვენი საუკუნის დამდეგი, აფხაზეთის ომის დროს-1994წ,-მთავარი გმირი 6 წლის იყო, ახლა იგი დაახლოებით 14-15 წლის არის, ტექსტში ნახსენები მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლიც 2001 წლის მიწისძვრაზე მინიშნებაა, სწორედ იმ პერიოდში მომრავლდნენ თბილისში მიუსაფარი ბავშვებიც...) და ტექსტის მიხედვით დაახასიათოთ ეს პერიოდი.
აქტივობა 5: ფილმის ფრაგმენტის ჩვენება (7 წუთი).
ვუჩვენებ ფრაგმენტს კინოფილმიდან ,,გაღმა ნაპირი".
აქტივობა 6: ტექსტის ენობრივ მხარეზე დაკვირვება. (5 წუთი)
ტექსტში უხვად გვხვდება ბარბარიზმები და ჟარგონული მეტყველების ნიმუშები. რით ხსნიან ამ ფაქტს მოსწავლეები? ნაწარმოების მთავარი გმირი მიუსაფარია, ქუჩაში ცხოვრობს, ურთიერთობა უხდება თავისნაირ მიუსაფრებთან, არ დადის სკოლაში, არ კითხულობს...)
ბავშვები ტექსტში ეძებენ ბარბარიზმებს და ჟარგონის ნიმუშებს და ცვლიან ლიტერატურულ შესატყვისებით. ამის შემდეგ მოსწავლეები ყურადღებას ამახვილებენ ტექსტის ცვლილებაზე და ამჩნევენ რომ ტექსტს მოაკლდა გამომსახველობა, დაუჯერებელია მიუსაფარი ბავშვისგან ამგვარი ფორმით საუბარი...
აქტივობა 7: საშინაო დავალება (2 წუთი)
ა) დავალება N2
ბ) დამოუკიდებლად წაიკითხონ ტექსტის მეორე ნაწილი და კითხვის პროცესში გამოიყენონ ,,მართული კითხვის" ის პირობითი ნიშნები, რომელთაც წინა გაკვეტილზე გაეცნენ ( ,,V" რაც უკვე ვიცოდი, ,,-" ჩემი აზრის საპირისპირო ინფორმაცია, ,,+" ახალი ინფორმაცია, ,,?" რაც ვერ გავიგე).
გ) შეადგინონ შინაარსის გადმოსაცემად გეგმა.
შეფასება: განმსაზღვრელი საშინაო/საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით
(3 წუთი)
სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელო, რვეული, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი.
Комментариев нет:
Отправить комментарий