- პროექტის სახელწოდება: ,, ქუჩის ბავშვები"
- პროექტის მთავარი იდეა (თემა):პროექტის მონაწილენი იკვლევენ თავიანთ ქალაქებში ქუჩის ბავშვების რაოდენობას, ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, ქუჩაში ყოფნის მიზეზებს. იძიებენ შესაბამისი სამსახურების ჩართულობას ქუჩის ბავშვების პრობლემების გადაჭრაში. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
- პროექტის აქტუალობა:ბავშვებს უვითარდებათ ძიების, კვლევის და კომუნიკაციის უნარი.აზრთა ურთიერთგაზიარების უნარი, ისწავლიან ქველმოქმედებას,დახმარებას.
- პროექტის მიზნები:ეს არის პრობლემა, რომელიც ოდითგანვე არსებობს. ეს პროექტი მიზნად ისახავს ბავშვების მიერ სხვისი ტკივილის დანახვასა და გაზიარებას. მათი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. მოსწავლეები შეისწავლიან ქუჩის ბავშვების საერთო მდგომარეობას: რამდენნი არიან და რა ასაკისანი,რა ასაკიდან დგანან ქუჩაში, სად იყრიან თავს, რას საქმიანობენ, როგორ ირჩენენ თავს, რა არის მათი შემოსავლის წყარო. გამოიკვლევენ ქუჩაში ყოფნის მიზეზს, ოჯახურ მდგომარეობას, ხომ არ განიცდიან ოჯახის წევრებისაგან ძალადობას, საზოგადოებისაგან გარიყვასა და უგულვებელყოფას. მოძიებულ ინფორმაციას შეადარებენ სხვა ქალაქების მდგომარეობას, შექმნიან სტატისტიკურ მონაცემებს ცხრილებისა და დიაგრამების სახით, ჩაატარებენ კვლევებს, რამდენად არიან ჩართულნი მერიის შესაბამისი სამსახურები ქუჩის ბავშვების პრობლემების გადაჭრაში. აიღებენ ინტერვიუებს ქალაქის მერისგან, სოცმუშაკებისგან, ფსიქოლოგებისგან,.მოაწყობენ საქველმოქმედო აქციას,ჩაატარებენ ღონისძიებებს ქუჩის ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიზნით.
- მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა:20/12/2016წ.-25.04.2017წ.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ქუჩის ბავშვების პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარება, მათი დაცვა და საზოგადოებასთან ინტეგრაცია.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ხმის ჩამწერი, კომპიუტერი, ფოტო გამოფენა.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):ქუჩის ბავშვების დახმარება, მორალური და ფსიქოლოგიური თანადგომა.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ქართული.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მედეა ქარჩავა
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:medeakarshava@mail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: medeakarshava.blogspot.com
суббота, 10 декабря 2016 г.
პროექტი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Lucky Eagle Casino Resort - Missouri - JTHub
ОтветитьУдалитьLucky Eagle Casino Resort 전라남도 출장안마 is located on 통영 출장마사지 Missouri Highway 50, Stateline, Missouri. The casino is located 논산 출장안마 in 40223 대전광역 출장마사지 N. 용인 출장마사지 Yuma, Missouri, United States of America.